მოსამზადებელი
ეტაპი - პროექტის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდებოდა 1 ივლისიდან
14 ივლისამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ჩავატარეთ კვლევა ,,ყოფილხართ საბათლოში?“
გამოვიკვლიეთ აღნიშნულ სოფლებში ნამყოფი მოსახლეობის ხვედრითი წილი ასაკობრივი კატეგორიების
მიხედვით და გავარკვიეთ მათი აზრი სოფლების შესახებ; შევხვდით დედოფლისწყაროს რაიონის
მუნიციპალიტეტის გამგებელს და მის მოადგილეებს, აგრეთვე რესურსცენტრის ხელმძღვანელს
და მის თანამშრომლებს და გავაცანით ჩვენი პროექტი, ვთხოვეთ დახმარება საორგანიზაციო
საკითხებში, როგორიცაა შეხვედრის ორგანიზება სამიზნე სოფლების რწმუნებულებთან და სკოლების
დირექტორებთან, ტრანსპორტის შოვნა სოფლებში სამგზავროდ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა
და რესურსცენტრის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა დახმარება აღგვითქვეს ყველა აღნიშნულ
საკითხში.
საწყისი ეტაპი
(პირველი საფეხური) - საწყისი ეტაპის პირველი საფეხური გაგრძელდა 1 სექტემბრიდან
14 სექტემბრამდე. ამ პერიოდის განმავლობაში შევქმენით პროექტის ბლოგი; დავბეჭდეთ და
გავავრცელეთ საინფორმაციო ბროშურა პროექტის შესახებ; პედაგოგიურ საბჭოზე მოვახდინეთ
საკუთარი სკოლის პედაგოგების ინფორმირება; გამგეობის შენობაში განხორციელდა შეხვედრა
სამიზნე სოფლების რწმუნებულებთან, აგრეთვე რესურსცენტრის შენობაში შედგა შეხვედრა იგივე
სოფლების სკოლების დირექტორებთან და ორ-ორ აქტიურ პედაგოგთან. აღნიშნულ შეხვედრებზე
რწმუნებულებს, დირექტორებს და პედაგოგებს გავაცანით პროექტი და მისი განხორციელების
ვადები. გვქონდა საიმფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ გაზეთ ,,შირაქის“ რედაქციაში, სასაზღვრო
სამსახურთან და ტალავიზია ობიექტივზე გადაცემა ,,დედოფლისწყაროს საათის“ ავტორთან.
ამავდროულად შეიქმნა და ბლოგზე განთავსდა შეფასების კრიტერიუმები ჯგუფებში განსახორციელებელი
ყოველგვარი აქტოვიბისთვის.
საწყისი ეტაპი
(მეორე საფეხური) - საწყისი ეტაპის მეორე საფეხური გრძელდაბოდა 15 სექტემბრიდან
28 სექტემბრამდე. ამ პერიოდში განხორციელდა სკოლის მოსწავლეების და მშობლების ინფორმირება;
მოსწავლეთა შერჩევა სამოტივაციო წერილების საფუძველზე; მათი გადანაწილება ჯგუფებში;
ჯგუფების 8 კვირიანი სამუშაო ეტაპის განსაზღვრა.
სამუშაო ეტაპი
- სამუშაო ეტაპი დაიწყო 29 სექტემბერს და გრძელდება უკვე
სამი კვირის განმავლობაში. ამ პერიოდში რეგულარული სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს
ყველა ჯგუფში. დეტალურ ინფორმაციას ჯგუფების მუშაობის შესახებ ნახავთ ჩვენს ბლოგზე:
http://chemidedoplistskaro.blogspot.com/
18 ოქტომბერს დაგეგმილია პირველი გასვლა სოფლებში.
No comments:
Post a Comment