ა) პრობლემის განსაზღვრა:
დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის ფართობია 2529,2
კმ². ის სიდიდით მესამეა
საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად მის ტერიტორიაზე რამდენიმე დაშორებული
სოფელია. ცენტრს განსაკუთრებით მოწყვეტილია სამი სოფელი: ფიროსმანი, სამთაწყარო და
საბათლო. ამ სოფლების რაიონული ცენტრიდან მოწყვეტას უგზოობაც უწყობს ხელს. თვითონ
დედოფლისწყაროს მოსახლეობაც ნაკლებად ინტერესდება აღნიშნული სოფლების მოსახლეობის
ყოფით. ინტერესის ნაკლებობა განსაკუთრებით სასკოლე ასაკის მოსწავლეებში
შეინიშნება. სკოლის ექსკურსიებიც ყოველთვის ცენტრის მიმართულებით ეწყობა და ჩვენი საკუთარი ულამაზესი მხარე
რჩება ყურადღების მიღმა. სოფელ საბათლოში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ენობრივი
ბარიერი - ადგილობრივი მოსწავლეები ცუდად საუბრობენ ქართულ ენაზე. პრობლემას
ემატება ისიც, რომ ამ სოფლებიდან სულ რამოდენიმე კილომეტრით დაშორებულ ვაშლოვანის
ნაკრძალს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს, რომლებიც, რათქმაუნდა, საუბრობენ
უცხო ენაზე და იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს. იმისთვის, რომ ამ მოსწავლეებმა
მომავალში შეძლონ საკუთარ მხარეში მუშაობა (მაგალითად ნაკრძალში) აუცილებელია,
შეისწავლონ ელემანტარული კომპიუტერული პროგრამები მაინც.
დავინტერესდით რა ამ
პრობლემის სიღრმისეული შესწავლით, მოსწავლეებთან ერთად ჩავატარეთ კვლევა
დედოფლისწყაროს მოსახლეობაში ასაკობრივი კატეგორიების გათვალისწინებით. კვლევის
შედეგად გაირკვა, რომ სკოლის ასაკის ახალგაზრდების 100%
დაუფროსების 10-53%
არასოდეს უნახავს ეს სოფლები და მათი შეხედულება აღნიშნული სოფლების შესახებ არის
,,განუვითარებელი, ცენტრს მოწყვეტილი, გაჭირვებული.“ აღსანიშნავია ისიც, რომ
სკოლის მოსწავლეთა 39% და უფროსების 7,6% არც გაუგია ასეთი სოფლების არსებობის
შესახებ.
გარდა ამისა, დავინტერესდით
ამ სოფლებში მოსწავლეების და მასწავლებლების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენების შესაძლებლობებით. ამ მიზნით ვეწვიეთ ადგილობრივ რესურსცენტრს და
გავარკვიეთ ამ სოფლებში კომპიუტერული აღჭურვილობის და ისტ-ში დატრენინგებული
მასწავლებლების რაოდენობა. აღმოჩნდა, რომ პედაგოგები ვერ იყენებენ IT ტექნოლიგიებს და ამის ერთერთი მიზეზი არის
ინტერნეტის სიგნალის სისუსტე ან მისი გადაფარვა აზერბაიჯანული პროვაიდერების მიერ.
ბ) მიზანი:
პროექტის (ეყრდნობა რა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს) მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს პატრიოტი
მოქალაქის გაზრდას, რომელიც შეიცნობს და იზრუნებს
საკუთარ კუთხეზე, შეძლებს მასზე სხვადასხვა საშუალებით ინფორმაციის
მოპოვებას, მის დამუშავებას, ანალიზს, დასკვნების გამოტანას და გადაწყვეტილებების
მიღებას. აქვე უნდა გამოიყოს ქვე-მიზნები: მასწავლებელთა და
მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, რაც სკოლის ბაზაზე არსებულ
მასწავლებელთა ჯგუფის მხარდაჭერითა და ორგანიზებით მოხდება და
სასკოლო ქსელების შექმა თანამედროვე
ტექნოლოგიების გამოყენებით სამომავლო თანამშრომლობისათვის.
გ) ამოცანები:
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ:
დედოფლისწყაროს
დაშორებული სოფლების, იქაური მოსწავლეებისა და მოსახლეობის პრობლემების
(ტექნოლოგიების განვითარების მხრივ, ეკოლოგიური თვალსაზრისით), ბუნების, კულტურის და ისტორიის შესწავლას.
ინფორმაციის ეფექტურად
მოპოვებას, მის კომპეტენტურად შეფასებასა და შემოქმედებითად გამოყენებას.
სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტურ მუშაობას და საერთო მიზნების
მისაღწევად პასუხისმგებლობების გაზიარებას.
მასწავლებლები შეძლებენ:
თანამშრომლობას
პროექტში ჩართული სხვა სკოლების პედაგოგებთან, მათთან ერთად სასკოლო ქსელების
შექმნას და რესურსების და გამოცდილების გაზიარებას, მოსწავლეთა სხვადასხვა
საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელობას, მათი სხვადასხვა კუთხით მიმდინარე ცოდნის
შეძენის პროცესის დაკვირვებას და
შეფასებას.
დ) განხორციელების გზები:
I ეტაპი – მომზადება (ინფორმაციის შეგროვება): კვლევა – დედოფლისწყაროს მოსახლეობის
ინფორმირებულობა და დაინტერესების დონე. საკონსულტაციო
შეხვედრა გამგეობასა და რესურსცენტრში.
II ეტაპი – დაგეგმვა: სასწავლო პროსესის დაწყებამდე განხორციელდება საინფორმაციო
შეხვედრები სამიზნე სკოლების დირექტორებთან და აქტიურ მასწავლებლებთან, აგრეთვე
სამიზნე სოფლების რწმუნებულებთან, შეიქმნება პროექტის ბლოგი, მოხდება საინფორმაციო ბროშურის შექმნა და დაბეჭდვა,
განისაზღვრება შეფასების კრიტერიუმები პროექტით დაგეგმილი ყველა აქტივობისთვის. აგრეთვე
მოხდება საკუთარი სკოლის მასწავლებლების ინფორმირება პროექტის შესახებ და მათი
აქტიური მონაწილეობის წახალისება.
სასწავლო
პროცესის დაწყებისთანავე მოხდება მოსწავლეთა ფართო მასების ინფორმირება პროექტის
შესახებ. პროექტის ბროშურა გავრცელდება
საჯარო დეწესებულებებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე. მოხდება
მოსწავლეების და მშობლების ინფორმირება პროექტის ბლოგის არსებობის შესახებ, სადაც
ჯგუფების მიხედვით განთავსდება ინფორმაცია ყოველი კვირის განმავლობაში
შესასრულებელი დავალებების შესახებ. პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება სკოლის
ყველა მოსწავლე, თუმცა უშუალოდ გჯუფებში იმუშავებს 60 მოსწავლე (12 მოსწავლე 1
ჯგუფში, სულ 5 ჯგუფი) სამუშაოდ მოსწავლეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილების
საფუძველზე. შეიქმნება შემდეგი ჯგუფები: ეკო ჯგუფი, საზოგადოებრივ მეცნიერებათა
ჯგუფი, IT-ჯგუფი, ჟურნალისტთა ჯგუფი, დაწყებითი ჯგუფი. თითოეულ ჯგუფს ეყოლება
ხელმძღვანელი ,,შვიდკაცას“ წევრებს შორის ან სკოლის დანარჩენ პედაგოგებს შორის,
რომლებიც იმუშავებენ ,,შვიდკაცასთან“ ერთად, და ექნება თავისი სამუშაო სფერო. ეკო
ჯგუფი შეისწავლის აღნიშნულ სოფლებში ნიადაგის ეროზიის, ნაპირსამაგრი სამუშაოების,
ვაზის დაბერების, ქვეწარმავლების გავრცელების საკითხებს. ეკო ჯგუფი მასწავლებელთან
ერთად იმუშავებს ადგილობრივი გიდი. საზოგადოებრივ მეცნიერებათა ჯგუფი იმუშავებს
ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, რატომ მოხდა ამ სოფლებიდან საქართველო-აზერბაიჯანის
საზღვრის ჩაკეტვა, გამოიკვლევენ წინა პერიოდის პრობლემებს, მოსახლეობის ეთნიკური
ჯგუფებს, შეადგენენ ტოპოგრაფიულ რუკებს, მოახდენენ მიღებული შედეგების ანალიზს.
IT–გჯუფი მოახდენს ადგილობრივი მოსწავლეების და მასწავლებლების (სურვილის
შემთხვევაში) დეტრენინგებას ელემენტარული საოფისე პროგრამების (Microsoft Word,
Excel, PowerPoint) გამოყენებაში და ასწავლიან ბლოგების შექმნას. ამ ჯგუფში
მასწავლეწბელთან ერთად იმუშავებს ადგილობრივი რესურსცენტრის IT მენეჯერი. დაწყებით
ჯგუფში მოსწავლეები ძირითადად გაეცნობიან საკუთარი მხარის ისეთ სფეროებს,
როგორიცაა ლიტერატურა, სპორტი, ტრადიციები, ეთნოგრაფია. რაც შეეხება ჟრნალისტთა
ჯგუფს, მისი წევრები გადანაწილდებიან ყველა დანარჩენ ჯგუფში და მოამზადებენ
რეპორტაჟს ამ კონკრეტული ჯგუფის მუშაობის და ზოგადად პროგრამის მიმდინარეობის
შესახებ. ყველა ჯგუფში განხორციელდება ფოტო და ვიდეო გადაღება.
პროექტის
მიმდინარეობის მანძელზე შესაბამის პერიოდებში იგეგმება მონაწილეობის მიღება ამ
სოფლებისთვის დამახასიათებელ სამეურნეო საქმიანობებში, მაგალითად რთველში. აგრეთვე
ვგეგმავთ ჩვენი სკოლის და აღნიშნული სოფლების მოსწავლეების ორდღიან ექსკუსიას
ვაშლოვანის ნაკრძალში. (აღნიშნული ღონისძიებებისთვის მოსწავლეები შეირჩევიან
ჯგუფის შიგნით განხორციელებული საქმიანობების მიხედვით კომისიის მიერ). პროექტის
ბოლო ეტაპზე იგეგმება ჩვენი და აღნიშნული 3 სკოლის მასწავლებელთა კონფერენცია პროექტთან
დაკავშირებული პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სადაც გამოვლინდება და
დაჯილდოვდება ბლოგების კონკურსში გამარჯვებული სკოლაც.
III ეტაპი – შედეგი:
პროექტის დასკვნით ნაწილში დაიბეჭდება პროექტის ბუკლეტი, მომზადდება რეპორტაჟი
პროექტის შესახებ და ნაჩვენები იქნება ტელეკომპანია ობიექტივის გადაცემაში
,,დედოფლისწყაროს საათი“. შეიქმნება და ინტერნეტში განთავსდება ფილმი ზოგადად
პროექტის შესახებ, რომლის მიზანიც იქნება აღნიშნული სოფლების და მათი მოსწავლეების
ყოფის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. (ჟურნალისტთა ჯგუფი). სამივე სოფლის სკოლა
პროექტის ფარგლებში შექმნის საკუთარ ბლოგს, სადაც განათავსებენ ყოველგვარ
ინფორმაციას სკოლის და ზოგადად სოფლის შესახებ. ამ გზით შეიკვრება ქსელი სკოლათა
შორის სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. შეიქმნება ძირითადი პროექტის საერთო
სამენოვანი ბლოგი, სადაც ყველანაირ ინფორმაციასთან ერთად დაიდება აღნიშნული სამი
სოფლის სკოლების მიერ შექმნილი ბლოგების ლინკები და კონკურსის სახით შესაძლებელი
იქნება ხმის მიცემა საუკეთესო ბლოგისთვის. (IT-ჯგუფი და უცხო ენების
მასწავლებლები) მოაწყობა 4 სკოლის მასწავლებელთა კონფერენცია პროექტთან
დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, რომელზეც მოხდება საუკეთესო ბლოგის
შემქმნელი სკოლის დაჯილდოება. გამარჯვებულ სკოლას გადაეცემა ფოტოაპარატი, ხოლო
მონაწილე სკოლებს - ჭავლური პრინტერი. ჯგუფებში მომუშავე 60 მოსწავლიდან ყველაზე
მაღალი კრედიტ ქულების მიხედვით შეირჩევა 12 მოსწავლე, რომლებიც პროექტის
დაფინანსებით გაემგზავრებიან ორდღიან ექსკურსიაზე ვაშლოვანის ნაკრძალში. ამ
ექსკურსიაში მონაწილეობის მიღება შეეძლება კიდევ 6 მოსწავლესა თუ მასწავლებელს საკუთარი
დაფინანსებით.
No comments:
Post a Comment